პრეზიდენტმა თვითმმართველობის კანონპროექტს ვეტო დაადო

prez

დღეს, 20 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგელაშვილმა თვითმმართველობის კანონპროექტს ვეტო დაადო.

15 ივნისს პარლამენტმა მხარი დაუჭირა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას. ხელისუფლების გეგმის მიხედვით, 12 ქალაქიდან თვითმმართველი ქალაქის სტატუსს 5 შეინარჩუნებს, ხოლო 7 თვითმმართველი ქალაქი და თვითმმართველი თემი გაერთიანდება და ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბდება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცვლილებებზე ვეტოს დადების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართეს. ამ საკითხზე 3 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრეზიდენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, პროცესი კანონდარღვევებით წარიმართა და არ მომხდარა მოსახლეობის აზრის გათვალისწინება.

 

წყარო: ნეტგაზეთი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register