2 დაღუპული და 200 დაშავებული ეგეოსის კურორტებზე

news1

ეგეოსის ზღვაში, საბერძნეთის კუნძულ კოსსა და თურქეთის ქალაქ ბოდრუმის მიმდებარედ 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 200 კი დაშავდა.

The Guardian ადგილობრივ წყაორებზე დაყრდნობით იუწყება, წერს ნეტგაზეთი, რომ საბერძენთში დაშავებულია დაახლოებით 120 ადამიანი, ხოლო თურქეთში 70.

ბოდრუმ

მიწისძვრა მოხდა განთენიისას. მისი ეპიცენტრი იყო ეგეოსის ზღვაში 10 კილომეტრით სიღრმეში ზღვის ფსკერიდან. ეპიცენტრი 10 კილომეტრით იყო დაშორებული ქალაქ ბოდრუმიდან და 16 კილომეტრით კუნძულ კოსიდან.

The Guardian-ის ცნობით, ორი ადამიანი დაიღუპა კუნძულ კოსზე, ისინი უცხოელები იყვნენ და შენობის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპნენ. მიწისძვრა საკურორტო ზონაში ტურისტულ სეზონს დაემთხვა.

 

მიწისძვრის შემდეგ მოსახლეობამ ღამე ქუჩაში გაათია. კოსის აეროპორტში ათენისკენ მიმავალი და ათენიდადნ მომავალი 4 რეისი გაუქმდა მიწისძვრის გამო.

Anadolu Agensy-ის ცნობით, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ დაახლოეით 40-ჯერ დაფიქსირდა მცირე ბიძგები. მედიის ცნობით, თურქეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ნგრევა მიწისძვრას არ გამოუწვევია.

ბოდრუმ

თურქეთის მედიის ცნობით, ბოდრუმის ტერიტორიაზე მიწისძვრამ ზღვის დონის ამაღლება გამოწივია და ახლაც ასე რჩება ზღვის დონე მომატებული. ზღვის დონის მომატებამ ნავები და სხვა ტრანსპორტი დააზიანა.

 

წყარო: ნეტგაზეთი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register