იკური პროგრამები და დებატები ბადიდან ამოიღეს; ეს გადაცემები პატარა, არასაპარლამენტო პარტიებს მათთვის საჭირო სატელევიზიო დროს აძლევდა, რაც განსაკუთრებით საჭიროა ამ პერიოდში.
რაც შეეხება არსებულ პოლიტიკურ გადაცემებს, მაუწყებლები აღნიშნავენ, რომ სირთულეები ექმნებათ პირდაპირ ეთერში გამართულ დისკუსიებში მმართველი პარტიის მონაწილეობასთან დაკავშირებით.
რამდენიმე პარტია, განსაკუთრებით შედარებით პატარა პარტიები,ისევე, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატები აცხადებენ, რომ არსებული შევიწროებული სივრცე, ასევე მაუწყებლების მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა მათთვის სირთულეს ქმნის, მიიღონ თანასწორი დაფარვა. ზოგიერთი აცხადებს, რომ საერთოდ ვერ იღებს სატელევიზიო ეთერს”.
მიუხედავად ამ გამოწვევებისა, NDI-ის თანახმად, არჩევნების მოახლოებასთან ერთად მედიასაშუალებების უმეტესობა პირობას დებს, ეთერში გაუშვან გადაცემები და დებატები, რაც საშუალებას მისცემს კვალიფიციურ (და ზოგიერთ შემთხვევაშიარაკვალიფიციურ) საარჩევნო სუბიექტებს საკუთარი პროგრამა წარმოადგინონ და ძირითად საკითხებზე დებატები გამართონ.
“ეროვნული მაუწყებლები აღიარებენ, რომ ადგილობრივი კამპანიების ყოვლისმომცველი გაშუქება გამოწვევას წარმოადგენს. ქვეყნის მასშტაბით ორი ათასზე მეტი საარჩევნო მარათონი ართულებს თანმიმდევრული, სიღრმისეული ანალიზის გაკეთებას ადგილობრივ დონეზე და საკითხებზე.
მცირე ბიუჯეტიანი რეგიონული მედიასაშუალებების როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმისთვის, რომ მოსახლეობამ არსებულ არჩევანზე სანდო ინფორმაცია მიიღოს. ონლაინ ქსელების მოხმარება იზრდება და მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანის დაბალბიუჯეტიანი პლატფორმის არსებობის პოტენციალს ქმნის, თუმცა მათი აუდიტორია მაინც შეზღუდულია”, – ნათქვამია დოკუმენტში.
0 Comments