სოფელ კიროვკაში მე-7 მე-8 სააკუნის არქეილოგიური ძეგლია აღმოჩენილი

სოფელ კიროვკაში ქართველი და ამერიკელი არქეოლოგები გათხრებს ატარებენ. საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად 2 წლის წინ სოფელში ჩაატარეს დაზვერვები, რომლის შედეგადაც ამ ტერიტორიაზე ძვ.წ აღრიცხვით მე-8 მე-7 საუკუნეებით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლი აღმოჩნდა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ზურაბ მახარაძის თქმით გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალები ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და ისინი მეცნიერულად საინტერესო შედეგს ელოდებიან.
არქეოლოგების თქმით, კონკრეტულად მეტალურგიის კუთხით, ძვ.წ აღრიცხვით მე-8 მე-7 საუკუნეების პერიოდი უცნობია და ახლა პირველად მიმდინარეობს კვლევა.
ასევე ხაზი გაუსვეს მარნეულის პოტენციალს არქეოლოგიური კუთხით, იმირის გადაჭრილი გორის და ახლადდაწყებული გათხრების სახით
ავტორი: ვლადიმირ ჩხიტუნიძე, ჟურნალისტი
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments