მადლიერი ფერმერი ახლადგაშენებულ კაკლის ბაღს მთავრობის წარმომადგენლებს ათვალიერებინებს
21 ივლისს, მთავრობის წარმომადგენლებმა, სოფელ დამია-გიურარხში ახლადგაშენებული კაკლის ბაღი დაათვალიერეს.
კაკლის ბაღი 6 ჰექტარ მიწაზე მირგუსეინ ასადოვმა პროგრამა „დანერგე მომავალის“ ფარგლებში გააშენა, რისთვისაც მას სახელმწიფო დაფინანსების სახით 23 490 ლარი გადაეცა.
კაკლის ბაღი მოინახულა ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ზაურ დარგალმა, რომელმაც აღნიშნა რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ამდაგვარი პროექტები ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას.
ასადოვის ბაღში სტუმრად ასევე იმყოფებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, რომლის განცხადებითაც ისეთმა სახელმწიფო პროგრამებმა როგორიცაა, „დანერგე მომავალი“ მარნეულელებს უბიძგა სახელმწიფო სიკეთეების გამოყენებისაკენ.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის ლევან დოლიძის თქმით პროგრამის თავდაპირველ მიზანს მრავალწლიანი კულტურების პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
ასევე ლევან დოლიძის თქმით პროექტი სავარაუდოდ 2018 წლსაც გაგრძელდება. ხოლო მთელი საქართველოს მაშტაბით, 2017 წელს, პროგრამისათვის გამოყოფილი იყო დაახლოებით 17 900 000 ლარი.
ავტორი: ვლადიმირ ჩხიტუნიძე, ჟურნალისტი
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments