ევროპულმა საქართველომ მერობის კანდიდატად იმამკულიევი დაასახელა

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ მარნეულში მერობის კანდიდატად ახმედ იმამკლულიევი წარადგინა.
კანდიდატის წარსადგენად ჩამოსულები იყვნენ დავით ბაქრაძე, გიგა უგულავა და გიგა ბოკერია.
ახმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ მათ სხვა პარტიებისგან განსხვავებით დასამალი არც კანდიდატები და არც მომხრეები ყავთ:
“პარტიამ დღეს მე მერობის პოზიციაზე წარმომადგინა. შეკრებილებს გავაცანით ჩვენი სამომავლო გეგმები, თუ ვინ უნდა აირჩიონ ევროპული საქართველოს პარტიიდან” თქვა ახმედ იმამკულიევმა
დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ამ არჩვენებზე პარტია ბოლომდე იბრძოლებს. მათმა კანდიდატმა უნდა იმუშაოს ხალხისთვის და მათ აქვთ კონკრეტული პროგრამები.
“როგორ მივიღოთ პენსია დაზოგილი თანხებით? შარშან 321 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ ჯიბეში ჩაიდო, მათ შორის მარნეულის მუნიციპალიტეტმა, პრემიების სახით. ამ 321 მილიონი ლარით უკვე ოქტომბრიდანაა შესაძლებელი პენსიის 25 ლარით მომატება”- განაცხადა ბაქრაძემ
ბაქრაძემ ინტერვიუში ასევე აღნიშნა რომ მარნეულის სოლფებში გზების და წყლის პრობლემა ისევ აქტუალური რჩება.
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments