აშშ-ს ელჩი მარნეულში ვიზიტით იმყოფება
მარნეულში დღეს, 24 ივლისს სტუმრად იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, თავდაპირველად ამერიკის ელჩი ეწვია მარნეულის გამგეობას სადაც მისი განცხადებით, ის ერთი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა ესაუბრა მუნიციპალიტეტის გამგებელს, გამგებლის მოადგილესა და საკრებულოს თავმჯდომარეს, მარნეულში არსებული პრობლემების შესახებ და ხაზი გაუსვა მარნეულის ეთნიკურ მრავალფროვნებასა და პოლიტიკურ, წინასაარჩევნო გარემოს.
მარნეულის გამგებლის მერაბ თოფჩიშვილის თქმით იან კელისთან საუბრისას ასევე განიხილეს ამერიკის მხარის მიერ განხორციელებული ინვესტიციები.
იან კელი, დღეს ასევე შეხვდება ადგილობრივ ფერმერებს, გაეცნობა USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტს და მოინახულებს ადგილობრივ ტელევიზიას.
ავტორი: ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ჟურნალისტი.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments