აშშ-ს ელჩი – “მე მიხარია რომ ამერიკელი ხალხის მიერ გადახდილი გადასახადების კონტრიბუცია მიმართულია სოფლის მეურნეობის კუთხით”

dhfbjsdfndsjfksdkmdslac

დღეს, 24 ივლისს მარნეულში სტუმრად იმყოფებოდა აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი რომელმაც მოინახულა USAID-ის მიერ დაფინანსებული აგრო პროექტი.

პროექტ „ზრდის“ ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მცხოვრებმა მიიღო დაფინანსება ნახევარ ჰექტარ მიწაზე სარწყავი სისტემის გაყვანისათვის, რის შესახებაც ფერმერი ვახტანგ ჯავახიძე გვესაუბრა.

ასევე პროექტის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტს გადაეცა სპეციალური მოძრავი ლაბორატორია, რომლის მეშვეობითაც ფერმერებს შეეძლებათ პროდუქტისა და ნიადაგის გასინჯვა სხვადასხვა ქიმიური ელემენტების შემცველობის გასაგებად. ფერმერთან შეხვედრის დროს, სპეციალური მობილური ლაბორატორიით ადგილზე გამოიკვლიეს მცენარე სხვადასხვა დაავადებების არსებობის კუთხით. დევეპლიუსის წარმომადგენელი ვალერი კაპანაძე ჩვენ გვესაუბრა თუ რა კონკრეტული სერვისების მიწოდება შეუძლია მოძრავ ლაბორატორიას ფერმერებისათვის.

ამერიკის ელჩმა თავად მიიღო სინჯების აღებასა და ანალიზების ჩატარებაში მონაწილეობა.

პროექტის კოორდინატორების თქმით შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა მაგრამ ისინი აღნიშნავენ, რომ პროგრამის ფარგლებში საქართველოს მაშტაბით დაახლოებით 14 000 კვადრატულ მეტრამდე სასათბურე მეურნეობა შეიქმნა.

ავტორი: ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ჟურნალისტი.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register