გახდება თუ არა გამგებელი თოფჩიშვილი მარნეულის მერი პარტიამ ჯერ არ გადაწყვიტა
კითხვაზე გახდება თუ არა მარნეულის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, თვითმართველობის კანონში შეტანილი ახალი ცვლილებების მიხედვით, მუნიციპალიტეტის მერი, გამგებლის თქმით, პარტიის და ხელისუფლების გადასაწყვეტია.
თუ როდის მიიღებს პარტია ამ გადაწყვეტილებას – გამგებელმა არ იცის. თუმცა ხაზი გაუსვა იმას, რომ პარტიის ნებისმიერი გადაწყეტილება მისთვის მისაღებია.
ერთი წლის წინ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტის შეჯამებისას რადიო მარნეულის ჟურნალისტთან საუბრისას თოფჩიშვილმა განაცხადა, რომ კიდევ 4 წელი აპირებს მარნეულის გამგებლობას, ანუ მეორე ვადით კენჭის ყრას.
„ მე მეორე ვადაზე ვსაუბრობ იმ პირველი დღიდან, როგორც კი შევუდექი საქმიანობას და ვიგრძენი შედეგი ჩემი გაწეული მუშაობით“ – განაცხადა გამგებელმა.
კითხვაზე, იგრძნო თუ არა შედეგები პარტიამ, მერაბ თოფჩიშვილმა გვიპასუხა, რომ მისი მუშაობა პარტიის მხარდაჭერითა და ერთობლივი მუშაობით მიმდინარეობდა.
2017 თვითმართველობის არჩევნების თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა. მერაბ თოფჩიშვილი მარნეულის ისტორიაში იქნება პირველი არჩეული მერი და ბოლო დანიშნული გამგებელი. ახალი კანონის მიხედვით, მარნეულელები პირველად აირჩევენ მერს.
რადიო Marneulifm
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments