6 თვეში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა ჯამში 250,355.21 ლარი შეადგინა

xelfasii

პოლიტიკური პარტიების 2017 წლის შემოწირულობების სტატისტიკა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა  გამოაქვეყნა.

2017 წლის 6 თვეში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა ჯამში 250,355.21 ლარი შეადგინა.

2017 წლის პირველ 6 თვეში ყველაზე მეტი შემოწირულება – 131,179.00 ლარი „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო.

მეორე ადგილზეა „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ – 47816.64 ლარით, ხოლო „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ ნინო ბურჯანაძის მიერ 30,000 ლარის ოდენობის შემოწირულებით მესამე ადგილზეა.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიღებული აქვს 24,051.57 ლარი, ხოლო„ქართული ოცნებას“ – 8770 ლარის ფულადი და არაფულადი შემოწირულება.

„საქართველოს ქრისტიან კონსერვატიული პარტია“ – 6000 ლარი, „საქართველოს მშვიდობისათვის“ – 720 ლარი, „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ – 691 ლარი, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ – 607 ლარი, „ახალი მემარჯვენეები“ – 500 ლარი და „საქართველო რესპუბლიკური პარტია“ – 20 ლარი.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register