აშშ-ს ელჩი იან კელი: „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს რეგიონი”

USA Ian Keli

„ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს რეგიონი და ზოგადად ამ რეგიონის წარმატება. ზოგადად ქვეყნის წარმატებისათვის არის მნიშვნელოვანი ამ რეგიონის წარმატება. ამიტომ ჩვენ ვახორციელებთ ძალიან დიდ ინვესტიციებს აღნიშნულ რეგიონში იმისთვის, რომ გახდეს დემოკრატიული, პლურალიზმის მქონე, მრავალეთნიკური განვითარებული ქვეყანა“- განაცხადა  აშშ-ს ელჩმა, იან კელიმ მარნეულში ადგილობრივი ტელევიზიის მონახულების დროს.

ელჩის თქმით, ეს რეგიონი არის  მრავალეთნიკურობით კარგი მაგალითი. ამიტომაც, USAID-ს აქვს მრავალი პროექტი აღნიშნულ რეგიონში.  ქვემო -ქართლის რეგიონიდან გაცვლითი პროგრამებისთვის ირჩევა სტუდენტები.

აშშ-ს ელჩმა მარნეულის ტელევიზიის დაფინანსების შესახებ განაცხადა, რადგან ადგილობრივი მედიის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი აზრით, ადგილობრივი მედია ხელს უწყობს  დემოკრატიის   და პლურალიზმის  იდეების წინ წამოწევას. ხელს უწყობს განვითარებას.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register