მოსახლეობის 31%-ის აზრით, ქვეყანა არასწორად ვითარდება, 35%-ის მოსაზრებით, არაფერი იცვლება
NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 31 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა ძირითადად არასწორად, ან ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება. უფრო მეტი, 35 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ არაფერი იცვლება.
კითხვაზე – როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო – მოსახლეობის მხოლოდ ოთხი პროცენტი პასუხობს, რომ “ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება”, 27 პროცენტის მოსაზრებით კი, სწორი მიმართულებით ვითარდება. ამ კითხვას “არ ვიცი” უპასუხა სამმა პროცენტმა.
კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის, UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა, გამოკითხვას კი CRRC-საქართველო ატარებდა. კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) შესრულდა. 2 261 პირი პირისპირ ინტერვიუს სახით, წარმომადგენლობითი შერჩევით გამოიკითხა.
წყარო: https://on.ge
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments