გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თვლის, რომ მის ქალაქში/სოფელში მდგომარეობა გაუმჯობესდა – NDI
NDI-ის კვლევის მიხედვით, 2015 წელთან შედარებით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თვლის, რომ მის ქალაქსა თუ სოფელში საცხოვრებელი მდგომარეობა გაუმჯობესდა.
კითხვა ასეა ფორმულირებული: 2014 წლის ივნისიდან მოყოლებული ყველაფრის გათვალისიწნებით საცხოვრებელი მდგომაროება თქვენს ქალაქსა/სოფელში?
2017 წლის ივნის/ივლისში 21% ამბობს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაშინ როდესაც 2015 წლის აგვისტოში ეს რიცხვი 9 პროცენტი იყო.
NDI-ს კვლევით, 49 პროცენტი აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა იგივეა, 28 პროცენტის თქმით, მდგომარეობა გაუარესებულია, 2015 წლის აგვისტოში ეს რიცხვი 43% იყო.
კვლევა Crrc-იმს ჩაატარა მიმდინარე წლის 18 ივნისიდან 19 ივლისის დროის პერიოდში. შედგა 2261 დასრულებული ინტერვიუ. ცდომილების ზღვარი +/- 2.2%-ია.
წყარო: ნეტგაზეთი
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments