სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტი დაიწყო

stereotypes

სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტი დაიწყო, დღეს 26 ივლისს სოფელ თამარისში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სამოქალაქო ბიუჯეტის დაგეგმარებასთან დაკავშირებით. სამოქალაქო ბიუჯეტი მარნეულში უკვე მესამედ ხორციელდება, საწყის ეტაპზე პროექტი ტარდებოდა პოლონური მხარის მხარდაჭერით, წელს კი პროექტის განხორციელება საკუთარ თავზე მუნიციპალიტეტმა აიღო.  მარნეულის გამგეობის პიარისა და ინფორმაციის განყოფილების სპეციალისტი თეონა ტყემალაძე დღევანდელი შეხვედრის მიზნებზე გვესაუბრა.

სოფელ თამარისის მცხოვრები ელმირა იოსელიანის თქმით სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტი სასარგებლოა სოფლის განვითარებისათვის.

სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში 2015 წელს 30 პროექტი უკვე განხორციელდა ხოლო 2016 წელს დაფინანსებული პროექტები კი ჯერ კიდევ განხორციელების ეტაპზეა.

ავტორი: ვლადიმერ ჩხიტუნიძე

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register