“რუსთავი2”-ის შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია

როგორც პირველი არხის ვებ გვერძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფრმაციის დაყრდნობით ავრცელებს „რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შსს-ს შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულია „რუსთავი 2“- ის შენობასთან. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად ხანძარი ლოკალიზებულია“,- აღნიშნავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
„რუსთავი 2“-ის მაუწყებლობა რამდენიმე წუთით გათიშული იყო. მაუწყებლობა ამ დროისთვის აღდგენილია.
რუსთავი2-ის თანამსრომლების თქმით ხანძარი საკმაოდ ძლიერი იყო. დაზიანებულია რამოდენიმე სამონტაჯო ოთახი. თოქ-შოუების დეკორაციები დაზიანებულია.
კურიერი სპეციალური გამოშვებით ეთერში გავიდა.
marneulifm1106 Posts
0 Comments