ჯიპას პროექტის “მულტიმედია უნარები, მულტიკულტურულ რეგიონებში” დაჯილდოების ცერემონია გაიმარრთა

1

27 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში ჯიპას პროექტის “მულტიმედია უნარები, მულტიკულტურულ რეგიონებში” დაჯილდოება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც  დამსწრე საზოგადოებას აჩვენეს ბავშვების მიერ მომზადებული ვიდეო ნამუშევრები, დოკუმენტურ სტილში. სულ ოთხი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებსაც საჩუქრები გადაეცათ, პირველი ადგილიო კი პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიჰათ მამედოვმა დაიკავა.

ჩვენ ვესაუბრეთ პროექტ “მულტიმედია უნარები, მულტიკულტურულ რეგიონებში” მენეჯერს, ნინო მახვილაძეს, რომელმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ნინო მახვილაძის თქმით პროექტი გასული წლის ნოემბერში დაიწყო  და მონაწილეებს  ასწავლიდნენ  ამბების მოყოლას ფოტო აპარატის გამოყენებით, რომლის ფარგლებშიც ფოტოგამოფენა, მარნეულში გაიმართა და იქაც საუკეთესო ნამუშევრების ავტორები გამოავლინდნენ. მისივე თქმით პროექტი კვლავ გაგრძელდება, სექტემბრიდან და ბავშვებს შეასწავლიან  სოციალურ მედიაში  არსებულ პლათფორმებს რაც ინტერნეტში არსებობს და ასევე მათ გამოყენებას.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register