„ახალგაზრდების ხმა ცვლილებებისა და განვითარებისთვის“ შეხვედრა გაიმართა,
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდების ხმა ცვლილებებისა და განვითარებისთვის“ შეხვედრა გაიმართა, თემაზე „საქართველო-სომხეთს შორის ეფექტური ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესაძლებლობების შეფასება“ .
პროექტის ამოცანები მდგომარეობს იმაში, რომ სამოქალაქო განათლების საკითხების გაღრმავებითა და ერთობრივად განხორციელებული მცირე ქართულ-სომხური ახალგაზრდული პროექტების მეშვეობით გაიზარდოს საზოგადოების მონაწილეობა ტრანსსასაზღვრო პრობლემების განხილვასა და გადაწყვეტაში. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით გავესაუბრეთ, პროექტის დირექტორს, ოლგა ენდელაძეს.
პროექთის მიზანია მხარი დაუჭიროს ახალგაზრდების ერთობრივ საქმიანობას, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდები საზოგადოებრივ ცხოვრებაში და განახორციელონ მცირე ერთობრივი პროექტები.
აღნიშნული პროექტი ორიენტირებულია ახალგაზრდების თანამშრომლობასა და განათლებაზე საქართველოსა და სომხეთის სასაზღვრო რეგიონებს შორის.
ლიკა ქველაძე
მარნეული fm
Amil Məmmədov2286 Posts
0 Comments