ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა 15%-მა ვერ გადალახა

13225068_1745023999071308_55561935_o

დღეს გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, ზოგადის უნარების ტესტირების შედეგები წარადგინა.

შედეგების თანახმად, ქართულენოვანი ტესტის ოთხივე ვარიანტის საშუალო კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 12,09%-მა, რაც დაახლოებით 4100 აბიტურინტზე მეტია.

ამ მონაცემებში არ არის დათვლილი არაქართულენოვანი ტესტების შედეგები. ცენტრში აცხადებენ, რომ თუ ამ მონაცემებსაც დავუმატებთ, გამოცდაში ჩაჭრილთა საერთო რაოდენობა 15%-მდე გაიზრდება.

საგამოცდო ტესტი 80-ქულიანია. ყველაზე მაღალი შედეგი კი ყველა ვარიანტში 79 ქულა დაფიქსირდა. ყველაზე რთულად ტესტის მესამე ვარიანტი დასახელდა, რომელშიც აბიტურიენტებმა საშუალოდ 36.8 ქულა მიიღეს. სხვა ვარიანტების შემთხვევაში ეს ქულა 37-დან 39-მდე მერყეობს. ამიტომ ამ ვარიანტის გამსვლელ ქულად 21, ხოლო დანარჩენ ვარიანტებში 24 ქულა დადგინდა.

NAEC-ის მონაცემებით, პროცენტულად, ყველაზე მეტად აბიტურიენტები 21-დან 40 ქულამდე იღებენ, ყველაზე ნაკლებად კი 61-დან 80 ქულამდე.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, სულ გამოცდაზე დარეგისტრირდა 35 496 აბიტურიენტი, საიდანაც 1200-ზე მეტი არ გამოცხადდა ტესტირებაზე.

ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულოა და აბიტურიენტები, რომლებმაც ვერ შეძლეს ტესტის ბარიერის გადალახვა, საგამოცდო პროცესს გამოეთიშნენ. აბიტურიენტებს შედეგების გასაჩივრება შეუძლიათ, თუმცა ცენტრში ამბობენ, რომ პროგრამა მაღალი სიზუსტით ითვლის შედეგებს და რაიმე ცვლილება საერთო სურათში ნაკლებ მოსალოდნელია.

 

წყარო: ნეტგაზეთი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register