C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევის კვირეული მარნეულში დაიწყო

c-hepatiiti

28 ივლისი ცეჰეპატიტის საერთაშორისო დღეა, რასთან დაკავშირებითაც დღეს, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ჯეოჰოსპიტალის შენობაში უფასო გამოკვლევა ჩატარდა . ჩვენ აქციის მნიშვნელობაზე მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ეთერი ლაფერაძე გვესაუბრა…

ეთერი ლაფერაძის განცხადებით დღეს, ჯეოფოსპიტალის გარდა უფასო გამოკვლევა ჩატარდება მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს უფასოდ შეუძლია ჩაიტაროს გამოკვლევა მარნეულის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში.

C ჰეპატიტის ვაქცინა არ არსებობს, თუმცა დღეს, თანამედროვე მედიკამენტებით შესაძლებეილია დაავადებისგან სრული განკურნება. Cჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება  2015 წლიდან დაიწყო, რომელიც უფასო სკრინინგს და უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას გულისხმობს პროგრამის ფარგლებში მკურნალობა საქართველოს ყველა C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელ მოქალაქეს შეუძლია.

ვრცლად ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ!

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register