უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში ხალხის 23%-მა არ იცის კარგია თუ არა ქალი თვითმმართველობაში

NDI-ს კვლევის კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ან უმნიშვნელო, რომ პარტიას, რომელიც თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას ჰყავდეს ქალი და კაცი კანდიდატების თანაბარი რაოდენობა, გამოკითხულთა 40%-მა თქვა რომ მნიშვნელოვანია, 37% თვლის რომ უმნიშვნელოა, 9% თქმით ძალიან მნიშვნელოვანია ხოლო ასევე 9% აზრით სრულიად უმნიშვნელო. ამავე კითხვაზე პასუხი კი უმცირესობით დასახლებულ პუნქტებში მცხოვრებთა 23%-მა არ იცის, 5 % თვლის რომ ძალიან მნიშვნელოვანია, 36%-ს აზრით მნიშვნელოვანია, 27% ფიქრობს რომ უმნიშვნელოა, 8%-სთვის კი სრულიად უმნიშვნელო. მარნეულის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან არცერთი ქალი გამგებელი ან საკრებულოს თავმჯდომარე არ ყოფილა, დღეის მდგომარეობით კი მარნეულის საკრებულოში 1 ქალია. აღნიშნული ტენდენციის შესახებ ჩვენ გავესაუბრეთ გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელს თამარ ვაშაკიძეს.
ასევე გამოკითხვა შეეხებოდა თუ როგორი გავლენა ექნებოდა საქართველოზე საკრებულოს წევრი ქალების რაოდენობის გაზრდას, გამოკითხულთა მხოლოდ 6%-ს აზრით ეს გავლენა უარყოფითი ხასიათის იქნებოდა, 42% თვლის რომ არანაირი გავლენა ამას არ ექნება, ხოლო 43% თვლის რომ ქალების რაოდენობის გაზრდას საკრებულოში დადებითი გავლენა ექნება.
ავტორი:ვლადიმერ ჩხიტუნიძე
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments