დაიცავს თუ არა აშშ საქართველოს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ? – მაიკ პენსის პასუხი

maik pensi

“აშშ გვერდში უდგას მშვიდობისმოყვარე ქვეყნებს და ჩვენ ამას არა მხოლოდ სიტყვიერად, ქმედებებით ვამტკიცებთ”,- ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გაზეთ “ვაშინგტონ პოსტის” შეკითხვას, მისი აზრით, დაიცავს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში?

მაიკ პენსმა შეკითხვას ვრცლად უპასუხა. მისი თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა აღმოსავლეთ ევროპაში ნათელი გზავნილის ჩასატანად გაგზავნა:

“აშშ გვერდში უდგას მშვიდობისმოყვარე ქვეყნებს და ჩვენ ამას არა მხოლოდ სიტყვიერად, ქმედებებით ვამტკიცებთ. ამერიკული კონტიგენტი პოლონეთში, ბრიტანული, რომელსაც ესტონეთში შევხვდი, ეს კიდევ ერთხელ მატერიალურად, თვალნათლივ ასახავს იმას, რომ ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი ვალდებულებების, მეხუთე მუხლის მოთხოვნების. 100 000-იანი რუსული კონტიგენტის გადასროლა გახლავთ კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რამდენად მნიშვნელოვანია, ნატოს პარტნიორები ერთ პოზიციებზე იდგნენ. პრეზიდენტ ტრამპს და მე ღრმად გვწამს, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა შესაძლებელია და, როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, ამას მომავალი გვანახებს. მოლაპარაკებები მხარეებს შორის ყოველთვის იწყება თითოეული მხარის პოზიციების აღიარებითა და პატივისცემით. იმ სანქციების მეშვეობით, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს, ჩვენი ქვეყანა ნათელ გზავნილს განახორციელებს ყველა ჩვენი მოკავშირის მისამართით, რომ რასაც ვაცხადებთ, ზუსტად იმას ვაკეთებთ”- ამბობს ვიცეპრეზიდენტი.

მისივე შეფასებით რუსეთის მიერ  უკრაინის დესტაბილიზაცია, ტერორიზმის მხარდამჭერი რეჟიმების- როგორიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა- მხარდაჭერა, პროცესს ართულებს, მაგრამ აშშ დარწმუნებულებია, რომ მომავალში რუსეთთან დიალოგს შეძლებს:

“პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ თავის დროზე ამერიკის არამკაფიო განცხადების გამო შეიქმნა ეს რეალობა, რომ ამერიკა რეალურად არ მიჰყვებოდა თავის განცხადებებს და ამან სხვა მხარეებს მისცა თავისებური სიგნალი, გაამხნევა ისინი, რომ ემოქმედათ. ჩვენ გამოვდივართ პრინციპიდან- მშვიდობა, სიმტკიცე ჩვენს ქმედებაში და, დარწმუნებული ვარ, დიალოგი ჩვენ მოგვიტანს უკეთეს შედეგებს და კონფლიქტების მოგვარების საშუალებას მოგვცემს უკრაინაში, საქართველოში და მსოფლიოს სხვა რეგიონებში”,-განაცხადა მაიკ პენსმა.

 

წყარო:ნეტგაზეთი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register