“ძალიან დიდად ვაფასებთ ვიცეპრეზიდენტის დაინტერესებას ჩვენი ქვეყნისადმი, მის მხარდაჭერას. ძალიან დიდი შთაბეჭდილებით ვართ იმასთან დაკავშირებით, რომ ვიცეპრეზიდენტმა გამოხატა ძალიან დიდი მოწიწება სიწმინდეების მიმართ, რაც არის დაცული სიონის საკათედრო ტაძარში. კათოლიკოს პატრიარქმა ნიშნად პატივისცემისა, სტუმარს საჩუქრად გადასცა ოქროს სამაჯური და ასევე გადასცა ქალბატონ პენსს საჩუქრად ოქროს ჯვარი, ცნობილია, როგორც თამარის ჯვარი. კათოლიკოს პატრიარქმა სთხოვა ვიცეპრეზიდნეტს, თუ შეიძლებოდა გადაეცა საჩუქარი აშშ-ს პრეზიდენტის ბატონი დონალდ ტრამპისთვის და ასევე მისი მეუღლის ქალბატონ მელანია ტრამპისთვის. ვიცეპრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის პირადად გადასცემდა პატრიარქის საჩუქრებს ამერიკის შეეთებული შტატების პრეზიდენტს და პირველ ლედის. ეს არის ოქროს სამაჯური და ოქროს ჯვარი”, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში 31 ივლისს ჩამოვიდა. იგი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. იგი საქართველოს დრეს, 1 აგვისტოს დატოვებს.
წყარო: ნეტგაზეთი
0 Comments