სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა
დღეს, 28 ივლისს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს დახმარები: სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, შშმ პირებისთვის, მარჩენალდაკარგულთათვის, ლტოლვილთა, დევნილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის, ასევე შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხზე. საუბარი შეეხო საპენსიო უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობას.
ასევე, შეხვედრაზე სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებმა თქვეს, რომ საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გამოსცემს ეროვნული უმცირესობების ენებზე ცუდად ვრცელდება რეგიონებში და ადგილობრივი მოსახლეობა არ ფლობს ინფორმაციას იმ სიახლეების, ცვლილებების და რეფორმების შესახებ, რასაც ახორციელებს სამინისტრო. ამასთანავე, შეხვედრაზე მყოფმა დამსწრეებმა გამოთქვეს სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტრომ გააკონტროლოს აღნიშნული ბუკლეტების გავრცელების პროცესი რეგიონებში და ასევე სამედიცინო დაწესებულებებში ეთნიკურ უმცირესობების ენებზე იყოს გაკრული საინფორმაციო პლაკატები სხვადასხვა პროგრამის შესახებ.
წყარო: www.ombudsman.ge
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments