ირანის ავიაციის ისტორიაში პირველად ავიაკომპანიის ხელმძღვანელად ქალი დაინიშნა

iranelikali

პირველად ირანის ისტორიაში, ავიაკომპანია Iran Air–ს ხელმძღვანელად 44 წლის ფარზანე შარაფბანი დაინიშნა.

 მანამდე შარაფბანი  ავიაკომპანია Iran Air–ს კვლევითი დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.  ის ასევე იღებდა მონაწილეობას საავიაციო სფეროში სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში,  კითხულობდა საავიაციო კურსებს ირანის უნივერსიტეტებში.

 ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, შედარებით ზომიერ პოლიტიკას ატარებს ქალიბის მმართველ პოზიციებზე დანიშვნასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით არღვევს მკაცრ ტრადიციებს ისლამურ რესპუბლიკაში.

 მსოფლიო პრაქტიკაში, ავიაკომპანიების ქალი ხელმძღვანელები ძალიან იშვიათი მოვლენაა. ერთ-ერთი გამონაკლისია, , ვიეტნამში ავიაკომპანია VietJet-ის ქალი ხელმძღვანელი.

წყარო: სამხრეთ კავკასიის გენდერის ინფრომაციული ცენტრი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register