ალგეთის თემში შემავალ სოფლებს აქციების შედეგად წყალმომარაგება აღუდგათ
ალგეთის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ 4 სოფელს აზიზქენდს, თაზაქენდს, საბირქენდს და ალგეთს 8 თვის განმავლობაში, 100 000 ლარიანი დავალიანების გამო, წყალი არ მიეწოდებოდათ. დღეს 3 აგვისტოს სოფლებში წყლის მიწოდება აღდგა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვესაუბრა ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე.
მარნეულის გამგებლის მერაბ თოფჩიშვილის თქმით დღეიდან ალგეთის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ სოფლებს წყლით „სოფწყალი“ უზრუნველყოფს.
ალგეთის მცხოვრები შამირ დოვრუზოვის თქმით, სოფლის მოსახლეობა სისტემატიურად მართავდა აქციებს სასმელი წყლის მისაღებად.
”რუსთავწყალკანალის“ დირექტორის მოადგილის თემურ ჯანელიძის თქმით, დაექვითებათ თუ არა სოფლებს სასმელი წყლის დავალიანება, კომპანია „რუსთავწყალკანალი“ და გუბერნია ჯერ კიდევ მსჯელობენ.
ავტორი: ვლადიმერ ჩხიტუნიძე
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments