წყლის უქონლობის გამო ბაიდარში ხანძარი ვერ ჩააქრეს. მოსახლეობამ გამგეობასთან აქცია გამართა

20632786_10212188252640626_1009558503_n

სოფელ ბაიდარში საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა, სახლში ამ დროს 2 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა რომლებიც ცეცხლმოკიდებული სახლიდან მეზობელმა გამოიყვანა, როგორც სოფლის მოსახლეობა აცხადებს ისინი ყველანაირი ხერხით ცდილობდნენ ხანძრის ლოკალიზებას, ამტვრევდნენ ღობეებს, ტოტებს, ბიდონებით მოქონდათ სახლში შემორჩენილი სასმელი წყალი, რათა როგორმე შეეჩერებინათ ხანძარი, მაგრამ წყლის უქონლობის გამო 2 სართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. გამოძახებული სახანძრო კი როგორც სოფლის მცხოვრებნი ამბობენ 1 საათის დაგვიანებით მივიდა. მათ ასევე დაურეკეს სოფლის რწმუნებულს, ბახტიარ გურიანოვს, რათა ის მისულიყო ადგილზე და დახმარება გაეწია დაზარალებულისათვის, მაგრამ როგორც მოსახლეობა ამბობს ის არც ტელეფონის ზარს არ პასუხობდა და შესაბამისად არც ადგილზე არ მივიდა. ზუსტად ეს გახდა სოფელ ბაიდარის მკვიდრთა მიერ, დღეს გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის მიზეზი. აქციის მონაწილემ შაფიგა სულთანოვამ უკმაყოფილება გამოთქვა სოფლის რწმუნებულისადმი და მის გადაყენებას ითხოვდა.

11

აქციაზე გამოვიდა სოფელ ბაიდარის რწმუნებული, ბახტიარ გურიანოვი, რომელმაც მოსახლეობის ბრალდებები უარყო და სასმელი წყლის უქონლობა დამშრალ ხრამს დააბრალა.

აქციაზე ასევე იმყოფებოდა მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი.

4

მოსახლეობა არ დაკმაყოფილდა თანამდებობის პირების დაპირებით და პროკურატურაში ჩივილი გადაწყვიტა.

ავტორი: ვლადიმერ ჩხიტუნიძე

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register