გადაცემა “ცნობიერება” – დასაქმების შესაძლებლობები მარნეულში
დასაქმება – მსოფლიო გამოწვევა ქვეყნებისთვის, თავისებურ ელფერს ატარებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
დასაქმების სააგენტოს არ ქონა, შეუსწავლელი დასაქმების ბაზარი, რეგულაციებს მიღმა დარჩენილი სამუშაო ძალა, სამუშაოს აღწერილობათა შესაბამისობა, დაბალი ანაზღაურება, სამუშაო საათების არაეფექტიანად გამოყენება – ეს ის საკითხებია, რომელთა მოწესრიგება შეცვლის დასაქმების მაჩვენებლებს.
რამდენად ახერხებენ მარნეულელი მოქალაქეები დასაქმებას მარნეულში და რას მიიჩნევენი ისინი ხელისშემშლელ ფაქტორებად – რადიო “მარნეული” ეთერს ამ თემაზე საუბარს უთმობს. გადაცემაში “ცნობიერება” წარმოდგენილია სამუშაოს მაძიებელთა და პოტენციურ დამსაქმებელთა მოლოდინები შრომის ბაზრის მიმართ.
თემაზე “დასაქმება” სამოქალაქო ორგანიზაციის “მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების” პროექტების მენეჯერ ოლგა ენდელაძესთან ვსაუბრობთ. ოლგა ენდელაძე თავისი დაკვირვების შედეგს წარმოგვიდგენს და გვიზიარებს, თუ რომელია ყველაზე პრესტიჟული სამსახური მარნეულში.
სამუშაოს მაძიებლები გადაცემაში “ცნობიერება” ასევე მოისმენთ რჩევებს, თუ რატომ არ უნდა მოწყდეთ რეალობას და როგორ გამოიყენოთ პერსონალური უნარები და გარემო ფაქტორები სამუშაოს საძიებლად.
გადაცემა “ცნობიერება” / რადიო “მარნეული”
თემა: დასაქმება
ავტორი: თამარ მჟავანაძე
13.11.2015 წ.
Amil Məmmədov2286 Posts
You may also like
0 Comments