1 სექტემბერს ლატარიის ბილეთების მფლობელებს შანსი აქვთ მეტი ფული მოიგონ, ვიდრე დღეს. ლატარიის კომპანია საქმიანობას წყვეტს და მთელ სარეზერვო და საპრიზო ფონდებს ბოლო გათამაშების გამარჯვებულებს დაურიგებს.
1 სექტემბრამდე კი კომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
შპს “საქართველოს ლატარიის კომპანიის” 70 პროცენტიანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. ლატარიის ორგანიზების ლიცენზია კომპანიამ 2009 წელს მოიპოვა და ბაზრის მონოპოლისტიც გახდა. კომპანიის მაშინდელ მმართველებსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით კომპანიას იმაზე დიდი გადასახადები დაუწესდა, ვიდრე გადახდა შეეძლო. დღეისთვის შპს “საქართველოს ლატარიის კომპანიის” დავალიანება ასეულობით მილიონ ლარს აღწევს.
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება წერს სტატიაში, რომ რამდენიმე თვეა უშედეგოდ ცდილობთ ფინანსთა სამინისტროსგან გავიგოს, ვინ იქნება ლატარიის ორგანიზებისთვის განკუთვნილი ლიცენზიის ახალი მფლობელი. გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტრო კომპანიის ვინაობას მომდევნო კვირის დასაწყისში გააჟღერებს.
წყარო: http://www.ifact.ge/lottery/
0 Comments