საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას რამილ უსუბოვს შეხვდა

საქართველოს შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის შს მინისტრ რამილ იდრის ოგლი უსუბოვს შეხვდა.
მხარეებმა მიმდინარე საკითხები განიხილეს და ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ამ ინფორმაციას საზოგადობრივი მაუწყებელი წერს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, მინისტრებმა სხვადასხვა კუთხით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მათ აფგან მუხთარლის საქმეზე არ უსაუბრიათ.
როგორც შსს-ში განმარტავენ, იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიებას მათი უწყება აღარ აწარმოებს, ასევე აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიცია, რომელიც იძიებს მუხთარლის საქმეს მათივე შს სამინისტროსაგან დამოუკიდებელი სტრუქტურაა, მინისტრების განხილვის საგანი ჟურნალისტის გატაცება ვერ გახდებოდა. წერს ნეტგაზეთი.
marneulifm1106 Posts
0 Comments