ელეკქტრონული მუსიკის ფესტივალის გაშიშვლებული სტუმარი პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობით ბრალდებით დააკავა

nude

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცი, რომელიც ანაკლიის პლაჟზე, GEM FEST-ის ტერიტორიაზე შიშველი გადაადგილდებოდა, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი – ეს არის წვრილმანი ხულიგნობა, ესე იგი საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

შსს-ში განაცხადეს, აღნიშნული პირი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება. წერს ნეტგაზეთი

 

წყარო: ნეტგაზეთი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register