„წინასაარჩევნო პერიოდში, თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს“ – ირმა პავლიაშვილი
ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების დანიშვნის წესი შეიცვალა. ახლად დანიშნულ წარმომადგენლებს აღარ მოუწევთ საჯარო მოხელეებისათვის განკუთვნილი გამოცდების ჩაბარება და ამიერიდან მათ გამგებელი მხოლოდ გასაუბრების ჩატარების შემდგომ შეარჩევს, როგორც ჩვენთან საუბრისას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ თქვა, რწმუნებულების საქმიანობაში სხვა არაფერი შეცვლილა.
ასევე ნინო დეკანოიძემ აღნიშნა რომ თუ ხელშეკრულება წარმომადგენლებთან იქნება გაფორმებული გარკვეული ვადით, მისი უსაფუძვლოდ შეწყვეტის შესაძლებლობა ვერც ძველ გამგებელსა და ვერც ახალ მერს ვერ ექნებათ. საიას საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტის კოორდინატორის ირმა პავლიაშვილის თქმით თვითმმართველობის კანონში შესული ეს ცვლილება ხელს შეუწყობს გამგებლის წარმომადგენლების პოლიტიზირებას და გამგებელს/მერს მათი მოხსნა თანამდებობიდან ყოველთვის შეეძლებათ რაც ხელს შეუშლის თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პროცესს.
როგორც ირმა პავლიაშვილმა აღნიშნა ამდაგვარი ცვლილებები ხელს უშლის თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პროცესს.
ავტორი: ვლადიმერ ჩხიტუნიძე
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments