7 აგვისტოდან აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების შეტანა შეუძლიათ
![imtahan[1]](https://old.marneulifm.ge/wp-content/uploads/imtahan1.jpg)
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დასრულდა. 7 აგვისტოდან კი სააპელაციო განაცხადების შეტანის პროცესი დაიწყო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადები მიიღება 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 11 აგვისტოს 18:00 საათამდე, მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.gov.ge
შესაბამისად, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების დამატება/შეცვლა 11 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ.
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments