მარნეულში პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ჩამოყალიბებულები არ არიან

partiya

წინასაარჩევნო პერიოდი ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ პოლიტიკური პარტიები უკვე იწყებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მზადებას,  პარტია „ქართულ ოცნებას“ ჯერ არ წარუდგენია მერობის კანდიდატი და როგორც პარტისს მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, მისი ინფორმაციით გადაწყვეტილება თვის ბოლომდე იქნება მიღებული.

„ჯერჯერობით ამ საკითხზე მიდის განხილვა, დაახლოებით, ჩემი ინფორმაციით უკვე მიმდინარე თვის ბოლოსათვის იქნება გადაწყვეტილება მიღებული და ოფიციალურად პარტია მოახდენს წარდგინებას კანდიდატის, როგორც ჩვენი რაიონის მერობის კანდიდატის წარდგენა მოხდება, ისე მოხდება ტერიტორიულ ერთეულებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა.”

„ევროპულმა საქართველომ“ უკვე ოფიციალურად დააყენა მერობის კანდიდატურაზე ახმედ იმამკულიევი, ხოლო თუ რა ღონისძიებების ჩატარება დაიწყო უკვე პარტიამ ამის შესახებ, ქულთლიარის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარობის კანდიდატი ფარვინ აბდულაევი გვესაუბრა.

“ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე ვიცით ჩვენი კანდიდატების ვინაობა, ზოგიერთში კი ჯერ არა, სამომავლოდ ამასთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებთ.”

პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“, როგორც მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე რაგიმ ასკეროვი ამბობს, მერობის კანდიდატურაზე ჯერ კიდევ 2 კანდიდატს შორის მიმდინარეობს მსჯელობა.

“შიდასამზადისი უკვე თითქმის დასრულებულია, რაც შეეხება ჩვენს კანდიდატებს, ჩვენ ველოდებით თუ როდის წარადგენს სახელმწიფო თავიანთ კანდიდატებს, რათა შემდგომ ჩვენც წარვადგინოთ, კანდიდატების არწარდგენის მეორე მიზეზი კი ის არის რომ პრეზიდენტს ჯერ არ გამოუცხადებია წინასაარჩევნო პერიოდი. კონკრეტულად მარნეულში მერობის კანდიდატად კი მსჯელობა ორ ადამიანს შორის გრძელდება, რომელთაგან ერთ-ერთი აზერ სულეიმანოვია, ხოლო მეორეს სახელ ვერ დავასახელებ.”

არჩევნების დღე ოფიციალურად ჯერ არ არის დანიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ჯერ არ დაწყებულა, ხოლო არაოფიციალურად ცნობილია რომ თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

ავტორი: ვლადიმერ ჩხიტუნიძე

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register