ივლისში “ქართულმა ოცნებამ” 1 270 000 ლარის შემოწირულობა მიიღო
ივლისში “ქართულმა ოცნებამ” შემოწირულობის სახით ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან 102 000 ლარი მიიღო. ამას მოწმობს აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მმართველ პარტიას თანხა ორმა იურიდიულმა პირმა შესწირა: შპს პარტნიორმა (50 ათასი) და როტო პრინტმა.
ევროპულმა საქართველომ ივლისში შემოწირულობების სახით 36 235.5 ლარი მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ – 102 ლარი, ხოლო რესპუბლიკელებმა 20 ლარი. თავისუფალ დემოკრატებს, ლეიბორისტებს, ნინო ბურჯანაძის პარტიასა და პატრიოტთა ალიანსს ივლისში შემოწირულობა არ მიუღია.
ბოლო 7 თვის განმავლობაში ქართულ ოცნებას სულ 1 278 770 ლარი აქვს მიღებული, ევროპულ საქართველოს – 167 414 ლარი, გირჩს – 56 116.64 ლარი, ნინო ბურჯანაძის პარტიას 30 000 ლარი, ენმ-ს 24 153.57.
წყარო: ნეტგაზეთი
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments