08.08.08

080808

2008 წლის ომში რუსულმა ტყვიამ 224 სამოქალაქო პირი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და თავდაცვის სამინისტროს 170 მებრძოლი შეიწირა. მათ შორის: 22 ოფიცერი, 133 კაპრალი და სერჟანტი, 10 რეზერვისტი, 3 მოხალისე და ერთი რიგითი. ყველაზე დიდი დანაკლისი შეიარაღებული ძალების IV ქვეითმა ბრიგადამ განიცადა.

GEORGIA-RUSSIA-CONFLICT

რეზერვისტი,მარნეულელი ზაზა ბოჭოიძე, ომში წავიდა და არ დაბრუნებულა.  ზაზას დედა ნინო ბოჭოიძე ამბობს:

“მე დედა სამხედრო უნდა გამოვიდე. ამსობაში გამოიწვიეს რეზერვისტად. რეზერვისტად კი არა ომში მიდიოდა. ერთი წუთითაც არ შეყოყმანებულა. ადგა და წავიდა. ბიჭებს უნდა გამოევლო მისთვის. მამამ მოატყვილა რომ არავინ მოსულა. მარნეულშიც რომ ვერ დაეწია ბიჭებს. ტაკსში ჩაჯდა და დაქსით წავიდა ვაზიანში. წავიდა და აღარ დაბრუნებულა 7 აგვისტოს”…

08.08.08

ხუთდღიანი ომის დროს სულ – 2232 საქართველოს მოქალაქე დაიჭრა, აქედან – 1187 სამოქალაქო და 1045 სამხედრო პირი. ყველაზე მეტი დაჭრილი აქაც IV ქვეით ბრიგადას ჰყავდა (271), შემდეგ მოდიან – II ქვეითი ბრიგადა (251) და ეროვნული გვარდია (116).

ავიაციის უმცროსი სერჟანტი, ბორტ-მექანიკოსი, 20 წლის გიორგი ნანუაშვილი მარნეულის სამხედრო აეროდრომზე, 2008 წლის 8 აგვისტოს რუსულ დაბობვას შეეწირა.

აგვისტოს ომმა დევნილთა დიდ არმიას დამატებით 26 000 საქართველოს მოქალაქე შემატა და ჯამში, მათმა რაოდენობამ საქართველოს მასშტაბით – თითქმის 264 000 დევნილი შეადგინა.

საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას კონტროლი დაკარგული აქვს – ახალგორის, ყორნისის, ჯავის რაიონებზე და ქალაქ ცხინვალზე. სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ოკუპირებული ტერიტორია ჯამში – 4 300 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

08.08.08

ასევე, ოფიციალური თბილისის ხელისუფლება აღარ ვრცელდება გაგრის, გუდაუთის, სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და გალის რაიონებზე, კოდორის ხეობასა და ქალაქ სოხუმზე, ჯამში – 8 700 კვადრატულ კილომეტრზე.

რუსეთის ფედერაციას სულ ოკუპირებული აქვს 13 000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია, სადაც 1015 სოფელი, დაბა და ქალაქი მდებარეობს. „მცოცავი ანექსიის“ ტაქტიკის შედეგად, ოკუპირებული ტერიტორიების საერთო ფართობი წლიდან წლამდე იზრდება.

 

 

 

 

 

წყაროდ გამოყენებულია: რადიო ამერიკის ხმის მასალა.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register