ზაზა ბოჭოიძე – სამშობლოს დასაცავად სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა

zaza bochoidze

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, მარნეულის, სოფელ საიმერლოში მცხოვრები ზაზა ბოჭოიძის დედამ, ომიდან 9 წლის თავზე, შვილის ომში წასვლის დღის შესახებ რადიო მარნეულის ჟურნალისტს, ვლადიმერ ჩხიტუნიძეს უამბო

   ზაზა ბოჭოიძე ერთ-ერთია იმ გმირთაგან რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს ომში იბრძოდა საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად და რომელმაც ვერ მოახერხა სახლში ორ მცირეწლოვან შვილთან, 3 წლის გიორგისთან და 3 თვის საბასთან, ცოლთან თეასთან და დედ მამასთან დაბრუნება. ნინო ბოჭოიძე, ზაზას დედა 9 წლის შემდეგაც  იხსენებს იმ დღეს როდესაც  შვილი  სამშობლოს  დასაცავად სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა:

zaza bochoidze

ზაზა გარდაიცვალა, მგრამ დატოვა ორი შვილი გიორგი და საბა, ისინი უკვე გაიზარდნენ, გიორგი 12 წლისაა, საბა კი 9ს,

დღესდღეობით ქალაქ მარნეულში ზაზა ბოჭოიძის სახელობის სკვერია, ხოლო იმ უბანს სადაც ის გაიზარდა, ზაზას სახელი უწოდეს.

zaza bochoidze

 

ავტორი: ვლადიმირ ჩხიტუნიძე, ჟურნალისტი

რადიო “მარნეული”

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register