გიორგი კვირიკაშვილმა 8 აგვისტოს უწოდა საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი დღე

bas-nazir

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 8 აგვისტოს უწოდა საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი დღე.

„მინდა ქედი მოვიხარო ყველა გმირის წინაშე, ვინც სიცოცხლე არ დაინანა თავისი სამშობლოსათვის“ – განაცხადა მუხათგვერდის სასაფლაოს გმირთა მემორიალთან გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ომი ყველას ტრაგედია იყო, ამიტომ მშვიდობას და შერიგებას ალტერნატივა არ გააჩნია. „რაც შეეხება ომის შედეგებს, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პირველ რიგში, მშვიდობა შევინარჩუნოთ. ჩვენ ვაშენებთ ერთიან, ეკონომიკურად ძლიერ, დემოკრატიულ და ნამდვილად ევროპულ საქართველოს იმისათვის, რომ ის იყოს ერთიანი სახლი ქართველების, აფხაზებისა და ოსებისთვის“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

წყარო: რადიო თავისუფლება

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register