აგვისტოს ომში დაღუპულ მარნეულელ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს
დღეს 8 აგვისტოა, ზუსტად 9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები თავს დაესხა საქართველოს და 5 დღიანი ომის შედეგად სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა. ამ ომში დაიღუპა 4 მარნეულელი ჯარისკაცი
- ზაზა ბოჭოიძე
- გიორგი ტატუაშვილი
- რომან ზოიძე
- გია რომელაშვილი
სწორედ მათი ხსოვნის პატივსაცემად დღეს მარნეულში „ომში დაღუულ გმირთა“ მემორიალთან შეკრებილები იყვნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, მაჟორიტარი დეპუტატები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. მათ კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა ჯარისკაცების ოჯახის წევრებს, მათი შვილებისა, მამებისა და ქმრების თავდადებისათვის.
მღვდელმა ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პარაკლისი აღუვლინა, თითოეული დაღუპული ჯარისკაცის სურათთან იდგნენ საქართველოს დროშამომარჯვებული მათივე თანამებრძოლები, მემორიალი თანდათან ივსებოდა ყვავილებითა და სანთლის ნამწვავები ნელნელა ჩამოედინებოდა იმ ქვას, რომელიც ჯარისკაცების ხსოვნის საპატივცემულოდ გამოკვეთეს.
ავტორი: ვლადიმერ ჩხიტუნიძე
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments