ბოლო 6 თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი 2 922 მოქალაქეს ეთქვა
2017 წლის 6 თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი 2 922 მოქალაქეს ეთქვა. შსს-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საზღვარზე 6 თვეში სულ 7631 სამართალდარღვევა დაფიქსირდა.
საქართველოში შემოსვლაზე უარი ყველაზე მეტჯერ ინდოეთის მოქალაქეებს ეთქვა და ამ მაჩვენებელმა 571 შედგინა, შემდეგ მოდის თურქეთი – 492; აზერბაიჯანი – 418; რუსეთი – 230, სირია – 175 და უზბეკეთი – 171.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი სამართალდარღვევა საქართველოში შემოსვლაზე უარს ეხება. შემდეგ მოდის დეპორტაცია, სავიზო რეჟიმის და სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა.
წყარო: ინტერპრესნიუსი
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments