9 აგვისტოს გამთენიისას მაგთიკომის მობილური ინტერნეტი 2 საათით გაითიშება
“მაგთიკომის” განცხადებით, 9 აგვისტოს გამთენიისას მობილური ოპერატორის აბონენტებს მობილური ინტერნეტით სარგებლობა შეზღუდებათ. კომპანიაში აცხადებენ, რომ დაგეგმილია ტექნიკური სამუშაოები და გამთენიისას 3:00-დან 5:00-საათამდე პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით 2G, 3G da 4G ქსელი გაითიშება:
“მაგთიკომი გაცნობებთ, რომ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო 08 აგვისტოდან 09 აგვისტოს ღამეს 03:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით, გაითიშება 2ჯი, 3ჯი, 4ჯი ქსელი, რაც გამოიწვევს აქტიური სესიების გაწყვეტას. მითითებულ პერიოდებში სადგურების გათიშვა მოხდება ეტაპობრივად მაქსიმუმ 10 წუთით” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“მაგთიკომი” აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ მობილური ინტერნეტი აღდგენის შემდეგ, შესაძლოა თავიანთი აპარატურის გადატვირთვა დასჭირდეთ, თუ მათი მოწყობილობა ავტომატურად არ ახდენს PDP სესიის გახსნას.
წყარო: ნეტგაზეთი
marneulifm1106 Posts
0 Comments