მარნეულში აღმაშენებლის ქუჩაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა

ქალაქ მარნეულში აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალ მდინარე ალგეთზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მდინარე ალგეთის ადიდება ქმნიდა გზის სავალი ნაწილის წაღების საშიშროებას, გამომდინარე აქედან ნაპირი გამაგრდა ქვის გაბიონით. კერძოდ, მოეწყო 99 გრძივი მეტრი ქვის გაბიონი 4 რიგად.
პროექტი განხორციელდა ადგილობრივი ბიუჯეტით, რომლის ღირებულებაც 50150 ლარია.
Amil Məmmədov2286 Posts
0 Comments