“ჩვენი გამგებელი არის ნაცისტი და ნაციონალისტი” – ახმედ იმამკულიევი

collage 11

„ჩვენი გამგებელი არის ნაცისტი, მე იძულებული ვარ ეს სიტყვა გამოვიყენო, რადგან წინა არჩევნებზე ჩემზე ამბობდნენ რომ ვარ ნაცისტი და ნაციონალისტი, ახლა კი თვითონ ამტკიცებენ, რომ თავად არიან ნაცისტები და ნაციონალისტები, რადგანაც იმ სოფლებში სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უმცრესობები არის ძალიან დიდი პრობლემები“ – ეს განცხადება პარტია „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობს კანდიდატმა ახმედ იმამკულიევმა დღეს, 9 აგვისტოს, სოფელ კაჩაგანსში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა. ახმედ იმამკულიევმა ასევე რადიო მარნეულთან საუბრისას თქვა, რომ ქართულ სოფლებში, მაგალითად წერეთელში, მართალია არის სარწყავი წყლის პრობლემა, მაგრამ მათ აქვთ ასფალტი, გარე განათება და დასუფთავების პრობლემაც მოგვარებულია, ხოლო იმ აზერბაიჯანულ და სომხურ სოფლებში სადაც ისინი დადიან არანაირი გარეგანათება, სასმელი წყალი და გზა არ არსებობს, რაც მისი აზრით გამგებლის მხრიდან, ეთნიკური ნიშნით, მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯი არის.

მერაბ თოფჩიშვილმა კი თავის მხრივ ახმედ იმამკულიევს ავანტიურისტი უწოდა და თქვა, რომ აზერბაიჯანულ სოფლებში რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში გაკეთდა, მაგდენი ისტორიაში არ გაკეთებულა.

ავტორი: ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ჟურნალისტი

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register