One Caucasus 2017 – ისათვის მზადება დაწყებულია

collage221

One Caucasus 2017-ისათვის მზადება დაწყებულია, წერაქვში სადაც უკვე მე-4 წელია მუსიკალური ფესტივალი ტარდება 16-მდე ქვეყნის 30-მა მოხალისემ მუშაობა უკვე დაიწყო. ოთხი წელია რაც წერაქვის საჯარო სკოლა, ერთიანი კავკასიის თავისუფალი სივრცის როლს ითვისებს. ფესტივალის მთავარი იდეის შესახებ ჩვენ ფესტივალის ორგანიზატორი ვიტეკ ჰებანოვსკი გვესაუბრა.

მთავარი ის არის, რომ ჩვენ ვაპირებთ პრემიერების გაკეთებას, ვფიქრობ რომ დიდი პრემიერები იქნება მინიმუმ სამი, მაგრამ თუ წინა წლის გამოცდილებასაც გავითვალისწინებთ შეიძლება რომ მეტიც იყოს და ყველა ანსამბლი, მიუხედავად იმისა თუ რომელი ქვეყნიდან არიან, მათი ამოცანაა, რომ სხვა ქვეყნის ანსამბლებთან ერთად შექმნან სრულიად განსხვავებული ტიპის მუსიკა. ფესტივალის მთავარი მიზანი კი არის რომ შევქმნათ თანამედროვე სივრცე  კავკასიელი ახალგაზრდების შესახვედრად.

ფესტივალზე ისევე როგორც წინა სამი წლის განმავლობაში, წელსაც შეიქმნება საფესტივალო სოფელი, რომელიც მოიცავს სოციალურ მუზეუმს, საგამოფენო სივრცეს, მუსიკალური სცენსა და საკვებ ობიექტებს. ფესტივალის მოხალისის და ერთ-ერთი არქიტექტორის, რაფაილ მუჰამედის თქმით სოფლის დიზაინზე მუშაობა 8 არქიტექტორისაგან შემდგარ საკონსტრუქციო ჯგუფს უკვე დაწყებული აქვს.

ახლა ჩვენ ვიწყებთ დიზაინზე მუშაობას, ამ წელს გვყავს 8 არქიტექტორი რომელთან ერთადაც ვმუშაობთ ამ დიზაინზე, ჯერ არ ვიცით როგორი იქნება მაგრამ სურვილი გვაქვს რომ ეს დავაკავშიროთ ადგილობრივ კულტურასთან, ამიტომ ჩვენ გავდივართ სოფლებში და ვეკონტაქტებით ადგილობრივ მოსახლეობას, რათა გავიგოთ მათი აზრი.

აიაზ ქარიმოვი  უკვე მეორე წელია რაც One Caucasus-ის  მოხალისეა და მისთვის ფესტივალის მთავარი ხიბლი სამუშაო გამოცდილება და ახალი მეგობრების შეძენაა.

ჩემი მეორეჯერ აქ ჩამოსვლის მიზანი მეგობრებისა და საინტერესო ნაცნობების შეძენაა, ისევე როგორც შარშან. კიდევ მინდა რომ ერთი წლის წინ განცდილი ემოციები განმემეორებინა. ამჟამად აქ საორგანიზაციო, ლოჯისტიკურ სამუშაოებს ვასრულებ, თუ რომელიმე გუნდს ესაჭიროება დახმარება ან რაიმე პრობლემაა ჩვენი მოვალეობაა რომ მოვაგვაროთ ეს პრობლემები. აქამდე 17 პროექტში მიმიღია მონაწილეობა და 17-ივეში საორგანიზაციო გუნდის წევრი ვიყავი, ამიტომაც ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება მაქვს.

One Caucasus 2017 მარნეულში, სოფელ წერაქვში 24 აგვისტოს დაიწყება და 27 აგვისტომდე გაგრძელდება.

ავტორი: ვლადიმერ ჩხიტუნიძე

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register