შაფაგი One Caucasus-იდან – “ამ დროს აღარ იყო საზღვრები, აღარ იყვნენ მტრები. ისინი ერთმანეთს მუსიკით ეკონტაქტებოდნენ”
შაფაგი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოლო კურსის სტუდენტია. ფესტივალის დაწყების დღიდან არის უცვლელი მოხალისე, თანამშრომელი. შესაძლებელია მისთვის 2017 წლის ფესტივალში ბოლო, მონაწილეობა იყოს, რადგან სწავლის გაგრძელებას ევროპის რომელიმე ქვეყანაში გეგმავს. ერთიანი კავკასიის ფესტივალის ვეტერანი შაფაგი ჩვენ გვიყვება თუ როგორ აღმოაჩინა „ერთიანი კავკასია“ და რა მისცა მას ამ პროექტში მონაწილებამ:
„წარმოიდგინეთ, ყოველ წელს აქ ჩამოდიან მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნიდან. ახალი ადამიანები. აქ ერთობი და სწავლობ ერთდროულად. ერთ სივრცეში მუშაობენ გოგონა იტალიიდან, და ბიჭი ეთიოპიიდან.“ მე აზერბაიჯანში ამას ვერ ვნახავდი და პრინციპში ვერც საქართველოში ეს პროექტი რომ არ ყოფილიყო. დიდი გამოცდილებაა ინტერნაციონალურ პროექტებში მონაწილეობა. მე 2015 წლიდან ვარ ამ პროექტში.
4 წელი ფესტივალში მონაწილეობენ მუსიკალური ჯგუფები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, პოლონეთიდან. ქმნიან ახლა კომპოზიციებს, ერთმანეთში შერეული მუსიკალური მიმდინარეობები ფესტივალის სცენიდან ჟღერდება. ორგანიზატორები აქცენტებს აკეთებენ თავისუფალ სივრცეზე და ურთიერთობებზე რომელშიც არ არსებობს ზღვარი, რელიგია თუ ეროვნება, შაფაგმაც გაიხსენა ამის მაგალითები:
„შემიძლია მოვიყვანო მაგალთი აზერბაიჯანელებზე და ეს სომხებაც ეხება. ბავშვობიდან გვესმის რომ ერთმანეთის მტრები ვართ! დღეს იგივე სიტუაციაა რუსებსა და უკრაინელებს შორისაც. ხო და აქ რომ ჩამოდიან ერთ საქმეს აკეთებენ. ერთად ჭამენ, ერთ სივრცეში. მათი წარმოდგენა ერთმანეთზე იცვლება. რაც მანამდე ჰქონდათ თავში ამას შლიან და ახლას იწერენ. ასეთი მაგალითები მე მიქმნის მოტივაციას. სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მუსიკალური ჯგუფები იყვენ ჩამოსულები. სომხურ ბენდს არ ყავდა „დრამერი“ და მას კონცერტზე დაეხმარა დრამერი აზერბაიჯანულ ბენდიდან. ამ დროს აღარ იყო საზღვრები. აღარ იყვნენ მტრები. ისინი ერთმანეთს მუსიკით ეკონტაქტებოდნენ. ეს ძალიან მაგარია!
ტრანსსასაზღვრო პროექტებში მონაწილეობა ხშირად ნეგატიური კონტექტით ფასდება. მითუმეტეს როდესაც ეს სომხურ -აზერბაიჯანულ კომფლიქტს ეხება.
რა თქმა უნდა ასეთ ღონისძიებებში ჩვენ მონაწილეობას არც ისე კარგად უყურებენ აზერბაიჯანში. მაგრამ ვფიქრობ, ძალიან კარგად იციან რაც აქ ხდება და რომ არ მოსწონდეთ ბევრ დაბრკოლებას შევხვდებოდით. მაგრამ ჩვენ ყოველ წელს აქ ვართ.
შაფაგი გვიყვება რომ აზერბაიჯანიდან ძალიან ბევრს გოგონას ჰქონდა სურვილი მოხალისედ მიეღო მონაწილეობა აქ. 6 გოგონა აარჩიეს კიდევაც. მაგრამ გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე მათ უარი თქვეს რადგან მშობლემბა სახლიდან არ გამოუშვეს:
„მშობლები არც კი იცოდნენ რომ გოგონები დარეგისტრირდნენ ამ პროქტში მონაწილეობისთვის. ფაქტის წინაშე დაყენებამ არ უშველათ. მშობლები ყველას ურეკავენ ვინც პირველად მონაწილეობს ფესტივალში. იმიტომ რომ ეს „მტრის“ შიში მოყვება. მე მაგალითად მოვატყუე ჩემი მშობლები და ისე წამოვედი ფესტიალზე პირველად. დაბრბუნების თანავე მოვუყევი და დღეს უკვე არ მაქვს არანაირი პრობლემა. მიეჩვივნენ.
რადიო “მარნეული”
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments