განცხადება – დაიწყო 2018 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ დაგეგმვა
განცხადება
დაიწყო 2018 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ დაგეგმვა და 2019, 2020 და 2021 წლის პრიორიტეტების განსაზღვრა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რეგისტირირებულ მოქალაქეებს შეგიძლიათ 2017 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით 12:00 საათამდე წარმოადგინოთ საპროექტო განაცხადი.
საპროექტო განაცხადები ხელმისწავდომია:
www.marneuli.gov.ge ;
გამგებლის წარმომადგენლებთან თქევნს ადმინისტრაციულ ერთეულში ;
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში; (მის. რუსთაველის ქ. #73, კულტურის სახლის მოპირდაპირედ)
დამატებითი ინფორმაციისთვის მობრძანდით გამგეობაში. პირველ სართულზე, „ქალთა ოთახში“ ფუნქციონირებს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ საკონსულტაციო ცენტრი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მისვლა და დეტალური ინფორმაციის გაგება პროცესის შესახებ.
შეკითხვის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: +995 599 53 29 79 ; (0357) 22 43 54;
„სამოქალაქო ბიუჯეტი“ არის პროცესი, რომელიც გულისხმობს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებას და ჩართულობას ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.
ველით თქვენს აქტიურობას! ერთად დავგეგმოთ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი!
წყარო: marneuli.gov.ge
0 Comments