მარნეულის გამგებელმა თანამდებობა დატოვა

2

მარნეულის გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმა არჩევნებამდე 2 თვით ადრე საკუთარი უფლება-მოვალეობები შეწყვიტა და თანამდებობა დატოვა, როგორც თოფჩიშვილმა რადიო მარნეულს განუცხადა მან განცხადება განთავისუფლების შესახებ პარასკევს 11 აგვისტოს დაწერა, საკრებულო კი დღეს, 14 აგვისტოს მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით და სავარაუდოდ ხვალ მერაბ თოფჩიშვილს  უფლებამოსილება შეუწყდება.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი გადაწყვეტილება მოახლოებულ არჩევნებს და აპირებს თუ არა თოფჩიშვილი მერად კენჭის ყრას, მან განაცხადა რომ ის არ აპირებს.

კანონის მიხედვით, არჩევნებამდე, გამგებლის მოვალეობას შეასრულებს თოფჩიშვილის პირველი მოადგილე.

 

ავტორი: ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ჟურნალისტი

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register