სოფელ წერეთლის “9 აპრილის მემორიალის” სარეაბილიტაციო სამუშაოები კონკურსის დასრულების შემდეგ დაიწყება
სამოქალაქო ბიუჯეტის დაგეგმარების ფარგლებში, სოფელ წერეთელში დაგეგმილია „9 აპრილის მემორიალის“ რეაბილიტაცია, პროექტის ავტორები წერეთლელი ახალგაზრდები მაკა მენთეშაშვილი, გიორგი მუმლაძე და მარიამ სამხარაძე არიან, როგორც მაკა მენთეშაშვილი ამბობს, „9 აპრილის მემორიალის“ რეაბილიტაციის მთავარი იდეა, ამ ადგილის არაფორმალური განათლების ცენტრად გარდაქმნაა.
მაკა მენთეშაშვილი ასევე საუბრობს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მემორიალის დაგეგმარებაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ზაურ ტაბატაძის თქმით პროექტის განსახორციელებლად ახლო მომავალში გამოცხადდება კონკურსი, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
თანამონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარის ოდენობის თანხა იყო გამოყოფილი, რომელიც 6 ტერიტორიულ ერთეულზე გადანაწილდა.
ავტორი: ვლადიმერ ჩხიტუნიძე
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments