ფონიჭალაში 3 დღეში უკვე მე-4 პირი დააკავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით

cinayet

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, თბილისში, ფონიჭალაში კიდევ ერთი პირი დააკავეს სპეცოპერაციისას ნარკორეალიზაციის ბრალდებით. ეს უკვე მეოთხე პირია, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

12 აგვისტოს ფონიჭალაში პოლიციამ ორი ძმა 260 მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილის მიხედვით დააკავა, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენას, შენახვასა და გასაღებას. 14 აგვისტოს, ისევ ფონიჭალაში ამავე მუხლის მიხედვით, კიდევ ერთი პირი დააკავეს, თუმცა უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს სპეცოპერაცია ორი დღის წინ დაკავებული ძმების საქმეს.

15 აგვისტოს, ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რუსთავშიც დააკავეს ერთი პირი, რომელსაც ბრალად ედება 294 შეკვრა “ბიოს” შეძენა-შენახვა.

ცოტა ხნის წინ დიღმის გზაზე, თბილისის გასასვლელთანაც ჩატარდა სპეცოპერაცია, რის შედეგადაც პოლიციამ ერთი პირი ნარკორეალიზების ბრალდებით დააკავა.

წყარო:  ნეტგაზეთი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register