სოფელ ნორგიულში შიდა გზების რეაბილიტაცია დასრულდა

nurgul

მარნეულის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპისთვის დასრულდა წერეთლის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ნორგიულის შიდა გზების რეაბილიტაცია.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოასფალტდა 1 808 მეტრი სიგრძის გზა. პროექტი განხორციელდა რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. პროექტის საერთო ღირებულება 318 588 ლარია. რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 172 038 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 146 550 ლარი.

აღნიშნულ სოფელში, გზის რებილიტაციის პროექტი, ეტაპობრივად განხორციელდა. 2015–2016 წლებში მოასფალტდა გზის გარკვეული ნაწილი წელს კი რეაბილიტირებული იქნა გზის მთლიანი მონაკვეთი.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register