შაუმიანში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

saumiyan

მარნეულის მუნიციპალიტეტში, შაუმიანის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ შაუმიანის, შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში დაიგება 2 263 მეტრი სიგრძის გზა, სრულად მოასფალტდება №52, №20, №8 ქუჩები და №1 ქუჩის ნაწილი. პროექტი ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

პროექტის საერთო ღირებულება შედგენს 396 343 ლარს. რგპ ფონდიდან გამოყოფილია 167 649, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 142 812 ლარი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქვესაგები ფენის მომზადება ასფალტო/ბეტონის საფარის დასაგებად. გზის აღდგენის სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register